09:46 - 06 Jun, 2026
|
2015-05-05 12:04:32, 1139 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 48 ქართველ სამხედრო მოსამსახურესა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის 11 საზღვაო ქვეითს მადლობის სიგელები გადასცა. ცნობისთვის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 43-ე ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობს. ქართველმა ჯარისკაცებმა მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)