00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 09:09:00, 1945 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკომ მას მოთხოვნები წაუყენა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის  პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოთხოვნები წაუყენა.

როგორც სააკაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „ნიუს-იანის“ ეთერში აღნიშნა, პოროშენკო მისგან თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციაზე საუბრისგან თავის შეკავებას ითხოვს.

სააკაშვილი უკრაინულ არხთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის პოროშენკოს მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

„ორი  დღის წინ ჩემთან მოვიდა ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და პეტრო პოროშენკოსგან გზავნილი გადმომცა. ჩემს მიმართ ორი მოთხოვნა არსებობს პირველი - მე უნდა გავაკრიტიკო იულია ტიმოშენკო. მეორე მოთხოვნა კი ის არის, რომ არ მაქვს უფლება შევეხო თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციის ფაქტებს.  მე ამ მოთხოვნებს თუ  არ შევასრულებ, მიმანიშნეს, რომ იმ ქართველების ბედს გავიზიარებ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში უკანონოდ გააძევეს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics