2017-11-06 17:42:09, 2255 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონის ექსტრადირებაზე ბელგიის სასამართლო 17 ნოემბერს იმსჯელებს
კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონისა და 4 ყოფილი მინისტრის ესპანეთში ექსტრადირების შესახებ სასამართლო სხდომა ბელგიაში 17 ნოემბერს გაიმართება, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა იმავე დღეს მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. პუჩდემონი და მისი 4 მრჩეველი ბელგიის პოლიციას 5 ნოემბერს ჩაბარდნენ. მანამდე კი, ესპანეთის სასამართლომ მათი დაკავების ევროპული ორდერი გასცა.
ავტორი: ,