13:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-05 11:45:33, 903 ნახვა

რეგიონი
აჭარაში კიდევ ერთ მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა

ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.

უხუცესი ქალბატონი 1917 წლის 5 ნოემბერს დაიბადა. პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი,  ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა.

 ქალბატონ ქსენიას  2 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი ჰყავს.

უხუცესს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს.

 100 წლის ქალბატონს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა, განათლების მინისტრმა ღვაწლმოსილი პედაგოგი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე ცხოვრობს.

ერთ უხუცესს 100 წელი მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში შეუსრულდება. თითოეული მათგანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 1000-1000 ლარს ღებულობს.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics