04:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 16:50:56, 2625 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ქართველი დააკავეს, რომელსაც სირიელი ლტოლვილები საბერძნეთში უკანონოდ გადაჰყავდა

თურქეთში, სირიელი ლტოლვილების საბერძნეთში არალეგალურად გადაყვანის მცდელობისას საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Milliyet.Tv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულია 37 წლის ნ.ს. და 43 წლის თურქეთის მოქალაქე ა.დ.

მედიის ცნობით, მიკროავტობუსი, რომლითაც სირიელი ლტოლვილები გადაჰყავდათ კურორტ მარმარისთან გააჩერეს. მიკროავტობუსში 12 სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა. ისინი კუნძულ როდოსზე გადაჰყავდათ.

როგორც თურქული მედია წერს, ბრალდებულები უკვე დააკავეს და მათ საქმეს სასამართლო განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics