16:23 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 10:47:46, 2226 ნახვა

მსოფლიო
პუჩდემონი: შემეძლო დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდებით გამოსვლა, თუმცა ეს არ გავაკეთე

კატალონიის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ კარლეს პუჩდემონი ბელგიაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა, - ამის შესახებ Ria იუწყება. 

როგორც პუჩდემონმა განმარტა, მას არ სურდა კონფრონტაციული სიტუაცია შექმნილიყო, რადგან ბევრი მზად იყო წინააღმდეგობისთვის. 

„მე დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდებით გამოსვლა შემეძლო. მე ეს არ გავაკეთე და არ მსურს გავაკეთო. ჩვენ არასდროს ვუჭერდით მხარს ძალადობას. მოდით, ვისაუბროთ სერიოზულად. თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა კატალონიაში ბოლო 7 წლის განმავლობაში? ნახეთ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები ინციდენტების გარეშე? ეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მსხვილი მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო. კატალონიური მოძრაობა წარმოუდგენლად მშვიდობიანია“, - აღნიშნა პუჩდემონმა.

პუჩდემონის თქმით, კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების გამო ესპანეთში სამოქალაქო ომი არ იქნება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics