22:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 10:41:37, 1852 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა

პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებისთვის 37,4 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით დაფინანსდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი, რომელიც მოიცავს კრედიტის თანადაფინანსებას, კინოინდუსტრიის და სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობას, ლიზინგის დაფინანსებას, აგრეთვე ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ექსპორტიორების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენების, სავაჭრო მისიების და ფორუმების მონაწილეობის მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, 2017 წლის 9 თვეში გაფორმდა ხელშეკრულება 70 ბენეფიციარ კომპანიასთან კრედიტისა და ლიზინგის საგნის პროცენტის თანადაფინანსებზე. სესხის მოცულობამ შეადგინა 93.5 მლნ ლარი, ხოლო კომპანიების მხრიდან განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ გადააჭარბა 120.0 მლნ ლარს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics