|
2017-11-02 17:49:36, 2226 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის შემადგენლობა მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, ასევე ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი და ლაშა ტუღუში. კომისიის მუშაობაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ იღებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებას და არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)