|
2017-11-02 13:50:06, 2302 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წარედგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებას და არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაევალა. ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. ამის შემდეგ კი, პროექტს პლენარულ სხდომებზე განიხილავენ. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)