01:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 10:15:14, 2249 ნახვა

სამართალი
ფულის გამოძალვის მიზნით, პირი ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი., გამოძალვის ბრალდებით,  ახალციხეში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა.
სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics