|
2017-11-01 21:36:31, 2032 ნახვა
სამართალი
კახიძე: სტრასბურგში მერაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფოს მის გათავისუფლებას მოსთხოვენ
„სტრასბურგში მორიგი მარცხის შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს ყველაზე მისაღები გზა აპლიკანტის გასათავისუფლებლად“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, მიმდინარე წლის ნოემბერში მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ავტომატურად დადგება დღის წესრიგში. „ვანოს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წელი და 9 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა აეთვლება 2013 წლის 20 მაისიდან. კანონით მძიმე დანაშაულისათვის პირობით ვადამდე გათავისუფლება პატიმარს ეხება სასჯელის ორი მესამედის, ანუ 4 წლისა და 6 თვის გასვლის შემდეგ. სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფოს მოსთხოვენ აპლიკანტის გათავისუფლებას. სტრასბურგის საქმე ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი, ჩვენ შემთხვევაში კი პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას. სასამართლოს სექციამ 2016 წლის ივნისში დაადგინა, რომ მერაბიშვილი საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს მასზე ზეწოლის მიზნით. კანონი დაარღვია მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, ხოლო საქმის გამოძიება ჩაფარცხა პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკურ კონტექსტს და პარალელი გაავლო ტიმოშენკოსა და ლუცენკოს საქმეებთან. მე-18 მუხლის დარღვევა სულ მეშვიდედ დადგინდა ევროსასამართლოს ისტორიაში, ეს არის ე.წ. პოლიტპატიმრების მუხლი და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღსრულების ეტაპზე სტანდარტულად ითხოვს აპლიკანტის გათავისუფლებას. ბოლო საქმეზე ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ აპლიკანტის გამარჯვებისთანავე პრეზიდენტმა ალიევმა პატიმარი შეიწყალა და ასე აიცილა თავიდან პრობლემები ევროპელ პარტნიორებთან. საქართველოს მთავრობამ შარშან გაასაჩივრა სექციის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, განხილვა 8 მარტს გაიმართა, ველით საბოლოო ვერდიქტს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს ცნობილი. 3. სტრასბურგში მორიგი მარცხის შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს ყველაზე მისაღები გზა აპლიკანტის გასათავისუფლებლად. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შესაძლოა სწორედ ამ მიზნით გამოიყენონ. თან სახეს შეინარჩუნებენ - პოლიტიკური დევნის აღიარების ნაცვლად იტყვიან - მერაბიშვილმა სასჯელის 2/3 მოიხადა და კანონით ეხებოდა გათავისუფლებაო. ამით შეამცირებენ იმ ზიანს, რომელიც მიაყენეს და დღესაც აყენებენ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და სტაბილურობას. თუ სტრასბურგამდე გაათავისუფლეს, ამით მნიშვნელოვანწილად აირიდებენ უხერხულ პრობლემებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან. - მოკლედ, ველოდებით სტრასბურგს და ხელისუფლების ნაბიჯებს. თავისუფლება ვანოს!“, - წერს ოთარ კახიძე. შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლება ვერ მოხდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)