|
2017-11-01 16:19:51, 1715 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე: ყველა კრიტიკულ მომენტში როგორ ქრება კამერების ჩანაწერები?!
,,ჩემთვის და ყველასთვის საეჭვოა, ყოველ კრიტიკულ მომენტში როგორ ხდება, რომ ქრება კამერების ჩანაწერები?!“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერები გაქრა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შემთხვევაშიც. ,,მინდოდა გამოვხმაურებოდი ძალიან ტრაგიკულ გაქტს, რომელიც მოხდა ნუცუბიძეზე, როდესაც 33 წლის ადამიანი გარდაიცვალა. მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან და ისეთი პათოსისგან, როგორსაც იყენებდა ხოლმე ჩვენი ოპოზიცია ჩვენთან ბრძოლის დროს. რა თქმა უნდა არ ვაპირებ, რომ დავადანაშაულო ამ ყველაფერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ ეს არის გამოძიების საგანი და მოთმინებით დაველოდები მე მას, თუმცა არ მინახავს არც ერთი ბოლომდე მისული გამოძიება. აუცილებლად უნდა ვისაუბრო შსს-ს პასუხისმგებლობაზე. ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც მომხდარიდან ძალიან მალე შსს შეეცადა გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაციას და გაავრცელა განცხადება სწორედ ამისთვის, ამ მიზნით. ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც დარბაზში მსხდომი ადამიანებისგანაც კი მოვისმინე, რომ არსებობდა კამერების ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ ფრაგმენტები გვაჩვენეს და ძირითადი მომენტები, რასაც შეეძლო რომ ნათელი მოეფინა ამ ტრაგიკული შემთხვევისთვის ჩვენ ვერ ვნახეთ. ეს ყველაფერი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასალის გამოქვეყნებამდე მოხდა ჩარევა და მონტაჟი, თუმცა ესეც არის აუცილებლად გამოძიების საგანი. კითხვები თქვენც უნდა გქონდეთ და პასუხები უნდა გაინტერესებდეთ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)