01:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 14:54:04, 2132 ნახვა

სამართალი
საია ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქე ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და მისთვის დაზარალებულის სტატუსის გაუქმებას სასამართლოში ასაჩივრებს.

ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია აღნიშნული:

„ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე პროკურატურამ გამოძება შეწყვიტა და მას დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა. როგორც დაზარალებულის სტატუსის მოხსნის, ასევე საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის დადგენილებები საიამ სასამართლოში გაასაჩივრა და მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილებები არის დაუსაბუთებელი და პასუხს არ ცემს იმ მნიშვნელოვან კითხვას, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო ირაკლი ხოფერიამ ფიზიკური დაზიანებები.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს.

ირაკლი ხოფერიას საქმეზე გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა. თავდაპირველად მას პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა და ამ სტატუსის მოპოვება მხოლოდ სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. გამოძიების მიმდინარეობისას ირაკლი ხოფერიამ მოძალადე პოლიცილები ამოიცნო, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ისე შეწყდა, რომ პასუხისგებაში არავინ მიცემულა და ლეგიტიმური კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics