23:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 14:32:49, 1553 ნახვა

პოლიტიკა
ავლაბრის რეზიდენციაში ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ავლაბრის რეზიდენციაში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სასახლის ეზოში შესრულდა საქართველოსა და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე გეორგ-რენე მაქსიმოვსკი.

პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,  პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი.

ესტონეთის სახელმწიფო დელეგაციაში არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ნოემბერს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics