23:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 13:54:48, 1949 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: რუსეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესოს

რუსეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა დააწესოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ "იზვესტიესთან" ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ თარიღებზე ჯერ საუბარი არ არის და განმარტა, რომ "ამ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი წინაღობაა".

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვმა ქართველ კოლეგებს კონკრეტული შეთავაზებები  უკვე გაუგზავნა.

კარასინის განცხადებით, პირველ ეტაპზე აღნიშნული ვიზალიბერალიზაციის პროცესი ავიაეკიპაჟებს შეეხებათ.

"არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ საქართველოს უვიზო მიმოსვლა დავუწესოთ. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია.  პირველ რიგში ამაში ხელს გვიშლის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა, რომლებიც როგორც ცნობილია, ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. ამ ყველაფერზე ასევე მოქმედებს მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ტერორიზმი და სხვა საფრთხეები, მაგალითად არალეგალური მიგრაცია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა "საგრძნობლად გაიზარდა".

"სხვა წლებთან შედარებით ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე პრაქტიკულად გაორმაგდა და ახლა 40 ათას ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლის განმავლობაში მგონია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება", - დასძინა გრიგორი კარასინმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარეები ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც პრაღაში 15-16 ნოემბერს ჩატარდება.

რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ შეხვედრაზე მათ "კონკრეტულ წინადადებებზე" პასუხი ექნებათ.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ. 2011 წელს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა.  კარასინის თქმით, მას შემდეგ საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი სტუმრობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics