2017-10-31 11:47:07, 2195 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში, იუტას უნივერსიტეტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სოლტ-ლეიქ-სითიში იუტას უნივერსიტეტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
"ვადასტურებთ, რომ დაიღუპა ერთი ადამიანი. ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიციამ მოსახლეობას მიმართა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლისგან თავი შეიკავონ. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტოც გაავრცელეს. ისინი 24 წლის ოსტინ ბატენს ეძებენ. პოლიციაში თვლიან, რომ ის შეიარაღებულია და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ავტორი: ,