02:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 11:41:02, 2160 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში იმყოფება

კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში იმყოფება, - ამის შესახებ Vanguardia იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონმა ქვეყანა გუშინ დატოვა. კერძოდ კი, კატალონიის ყოფილი მეთაური მანქანით საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაემგზავრა, ხოლო იქიდან ბრიუსელში გაფრინდა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავში მასთან ერთად გენერალიტეტის კიდევ რამდენიმე ყოფილი წევრი იმყოფებოდა.

მისი ყოფილი მოადგილის ორიოლ ჟუნკერესის თქმით, დღეს პუჩდემონი განცხადებას გააკეთებს და განმარტავს, თუ რას აკეთებს ბრიუსელში.

"ნებისმიერ შემთხვევაში ის ახსნის თუ რატომ იმყოფება ბრიუსელში. ჩემ კომპეტენციაში არ შედის მის მაგივრად საუბარი. თქვა, რომ თვითონ ყველაფერს ახსნის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩემზე უკეთესად გააკეთებს", - დასძინა პუჩდემონის ყოფილმა მოადგილემ.

გარდა ამისა, გენერალიტეტის ყოფილი მეთაურის ადვოკატის პოლ ბეკერის განცხადებით, პუჩდემონი თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შევხვდი და მან ოფიციალურად მთხოვა მისი ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ბეკერმა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლეს პუჩდემონმა შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი ბელგიას სთხოვოს. ბელგიის მიგრაციის მინისტრის ტეო ფრანკენის განცხადებით. პუჩდემონს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვს. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ბელგიამ შესაძლოა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა კარლეს პუჩდემონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics