02:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 11:03:35, 2167 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილის ცოლი მოკლეს - ოსმაევი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს

უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილის, ადამ ოსმაევის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მისი მეუღლე ამინა ოკუევა დაიღუპა, - ამის შესახებ NewsOne იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავად ადამ ოსმაევმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მედიის ცნობით, შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა. როგორც ოსმაევმა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ განაცხადა,  მომხდარ თავდასხმაში ის რუსულ კვალს ხედავს.

„ეს და დეპუტატ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმა ერთი ჯაჭვის ნაწილია და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის შესრულებული“, - განაცხადა დაჭრილმა ოსმაევმა.

მისივე თქმით, თავდასხმის დროს ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. როდესაც ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ცნობისთვის, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი არიან. ოსმაევსა და მის ცოლზე თავდასხმა მიმდინარე წლის ივნისშიც განხორციელდა. ოსმაევი 2012 წლის თებერვალში ოდესაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ბრალად კორპუსის აფეთქებისთვის მზადება წაუყენეს. გამოძიება ასევე მას თანამზრახველებთან ერთად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებას ედავებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics