01:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 21:12:38, 2396 ნახვა

სამართალი
მოქალაქის მტკიცებით, „სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებელი იარაღით ემუქრებოდა–კომპანიის მფლობელი დაკავებულია

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ სათაო ოფისში სამართალდამცველები იარაღს ეძებენ. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები კომპანიაში, ასევე  კომპანიის მფლობელის გიორგი სოზაშვილის საცხოვრებელ სახლში დღეს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შევიდნენ.

კერძოდ, "კურიერის" ინფორმაციით, დღეს დილით 10–ზე მეტი მოქალაქე "სალვუსის" ოფისში მივიდა, რათა გაერკვია, რატომ შეჩერდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა,

მოქალაქის მტკიცებით, „სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებელი მას იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა. აღნიშნული მოქალაქე   პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმაა.

კომპანიის მფლობელი გიორგი სოზაშვილი პოლიციელებმა დააკავეს.

თავად კომპანიაში კი აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულების თანახმად, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსს მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს და  კომპანიას ვადები არ დაურღვევია.

ამ დროისთვის კომპანიის ოფისში სამართალდამცველები არიან მობილიზებული და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics