18:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 16:20:46, 2693 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა რუსეთთან მის შესაძლო კავშირზე გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან მისი შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა, -  ამის შესახებ პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, ტრამპმა მის წინააღმდეგ დოსიეს შედგენაში მისი ყოფილი ოპონენტი დემოკრატიული პარტიიდან, ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა.

"ისე იბრძვიან, როგორც აქამდე არასდროს უბრძოლიათ. დემოკრატიული პარტია და ჰილარი კლინტონი არიან დამნაშავეები. მოვუწოდებ რესპუბლიკელებს რამე ქნან", - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეციალური პროკურორის - რობერტ მიულერის საქმეში ნაფიცმსაჯულთა ჟიურიმ პირველი ბრალდებები დაამტკიცა. მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებზეა საუბარი და ვის წინააღმდეგაა ისინი მიმართული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics