05:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 15:26:53, 1883 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერს“ კომპანია „ჯეოსელი“ უერთდება

 „თიბისი ბანკის“  პროგრამა „სტარტაპერს" კომპანია „ჯეოსელი" უერთდება და დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალურ პროდუქტს - „ჯეოსელი სტარტაპერისთვის" ქმნის.

 "სტარტაპერისა" და „ჯეოსელის" ერთობლივი შეთავაზებით, დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ  მათზე მორგებული 2 პაკეტიდან ერთ-ერთი, რაც  სასაუბრო დროზე, SMS-ებსა და ინტერნეტზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს.

კერძოდ, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილი პაკეტები მოიცავს: 7 ლარიანი პაკეტი,  1000 წუთს ჯეოსელის ქსელში, 1000 SMS-ს ,1000 MB ინტერნეტს.

10 ლარიანი პაკეტი: 300 წუთი ლოკალურ ზარებზე,  3000 SMS,  3000 MB ინტერნეტი. გამონაკლისია S1, Gmobile და Globalcell

 „ჯეოსელი სტარტაპერისთვის"  შეთავაზებით სარგებლობა  შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა.

პაკეტებით სარგებლობა შეთავაზების მიღებიდან 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

 სტარტაპერებზე ასევე ვრცელდება „ჯეოსელის" სპეციალური ტარიფიც, რაც კომპანიის შიგნით ულიმიტო ზარებსა და SMS-ებს მოიცავს თვეში მხოლოდ 2 ლარად.

 „ჯეოსელი სტარტაპერისთვის" პაკეტებით სარგებლობისთვის, სტარტაპის დამფუძნებელმა განაცხადი უნდა შეავსოს პროგრამა „სტარტაპერის" ვებგვერდზე - https://www.startuperi.ge/#ჯეოსელი-ბიზნესისთვის, სადაც ასევე შესაძლებელია პაკეტების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics