23:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 14:20:26, 2012 ნახვა

პოლიტიკა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხუთშაბათს შეიქმნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ხუთშაბათს შეიქმნება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია.

„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც  ჩვენ შევთანხმდით  ვენეციის კომისიასთან. საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი  და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც  შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს  უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა  კონსტიტუციაში. ამისათვის შეიქმნება  სპეციალური კომისია  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  ეს კომისია გააგრძელებს მუშაობას ერთი თვის განმავლობაში  და ამის შემდეგ დაიწყება  საპარლამენტო განხილვები. დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, მარტში - მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics