18:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 15:53:06, 2629 ნახვა

მსოფლიო
შვედეთში უცნობმა პირებმა სამართალდამცველის სახლი დაცხრილეს

შვედეთში უცნობმა პირებმა გვიან ღამით, სამართალდამცველის სახლს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ვესტეროსში, სტოკჰოლმის მახლობლად მოხდა.

მედიის ცნობით, სამართალდამცველი და მისი ოჯახის წევრები სროლის დროს სახლში იმყოფებოდნენ და ეძინათ.

შვედეთის პოლიციის უფროსმა დან ელიასონმა მომხდარი ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ "ასე, მშიშარა ხალხი იქცევა".

"ისინი სამართალდამცველებს ემუქრებიან, იმით, რომ ოჯახის წევრებს უქმნიან საფრთხეს", - დასძინა პოლიციის უფროსმა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics