|
2017-10-28 14:58:09, 11334 ნახვა
High - Tech
Google-ის ინჟინერმა iPhone-ის კამერის ფარული შესაძლებლობები აღმოაჩინა
კორპორაცია Google-ის ინჟინერმა ფელიქს კრაუზემ საკუთარ ბლოგში iPhone-ის კამერის იმ ფუნქციის შესახებ დაწერა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი პროგრამული "სოფტის" შემქმნელს, მომხმარებელზე თვალთვალი შეეძლება. კრაუზეს მტკიცებით იმის მერე, რაც მომხმარებელი ახლადჩამოტვირთული პროგრამის კამერასთან წვდომას უშვებს, ის თვალთვალისგან დაცული აღარ არის. ინჟინერი წერს, რომ პროგრამას როგორც ფრონტალური, აგრეთვე ძირითადი კამერით სარგებლობა დაუბრკოლებლად შეუძლია. პროგრამისტმა ეს ნიმუშზეც აჩვენა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს სისტემის თავისებურებაა და არა მისი ხარვეზი. მაგრამ ამ "თავისებურების" მეშვეობით, პროგრამის შემქმნელებს ადამიანებზე თვალთვალი შეუძლიათ. კრაუზე iPhone-ის მომხმარებლებს ობიექტივზე სპეციალური ხუფის შეძენას ან სისტემის პარამეტრებში კამერის წვდომაზე აკრძალვას სთავაზობს, როგორც ალტერნატიულ გამოსავალს. პროგრამისტმა ამ "ხარვეზის" ახსნა-განმარტების მოთხოვნით Apple-ს უკვე მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)