05:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 13:42:15, 2613 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის ცირკის შენობა იყიდება

თბილისის ცირკის შენობა იყიდება, - ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Colliers International Georgia-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა. ის 1939 წელს ცნობილმა საბჭოთა არქიტექტორმა ნიკოლაი ნეპრინცევმა ააშენა. თბილისის ცირკის შენობა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ყველაზე შთამბეჭდავი იყო იმ დროისთვის. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 4 სართულს და ერთ საწყობს მოიცავს. მისი საერთო ფართი 4,750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. ამ შენობაში შესაძლებელია გაკეთდეს სასტუმრო, საოფისე ფართი, ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი და სხვა. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად. ის მდებარეობს ღმირთა მოედანზე, ქალაქის ძირითად მაერთებელ ქუჩაზე, სადაც ერთმანეთს მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო უერთებიან. შენობიდან ჩანს ქალაქის მრავალი ისტორიული ადგილი და ღირსშესანიშნაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის ცირკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ვებგვერდზე არ არის მითითებული უძრავი ქონების საფასური.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics