|
2017-10-26 18:48:05, 12142 ნახვა
High - Tech
ჩინეთში უძველესი გიგანტური სოკოები აღმოაჩინეს
ნანკინის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა გიგანტური სოკოების გაქვავებული ნარჩენები აღმოჩინეს. ეს გიგანტები დედამიწაზე 372-393 მილიონი წლის წინ იზრდებოდნენ. მეცნიერულ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში არქეოლოგების აღმოჩენის შესახებ სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ჩვენი რეალობისთვის რამდენიმე რთულად წარმოსადგენი ფაქტია მოყვანილი: უძველესი სოკოების სიმაღლე 8-12 მეტრს წარმოადგენდა, მათი ქერქის 80 პროცენტი წყლით იყო სავსე, ხოლო ზრდასრული ხის ფესვების სისტემა 10-14 მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული. რამ განაპირობა ამ გიგანტების გადაშენება-ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერების თქმით გიგანტური სოკოების კლონირება და ხელახლა აღდგენა შეუძლებელია, რადგანაც შემორჩენილი გაქვავებული ნარჩენები ვულკანის ლავით მილიონი წლის განმავლობაში იყო დაფარული და ამ პირობებში ცოცხალი დნმ-ის ხაზი სრულიად განადგურებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)