19:48 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 13:42:46, 2236 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი ექსპერტები: ISIS-ის რიგებში საბრძოლველად, ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთიდან მიდის

ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანიამ Soufan Group გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, თუ რომელი ქვეყნებიდან მიდიან ყველაზე ხშირად "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთად საბრძოლველად.

კომპანიის მიერ მოპოვებული საბუთების თანახმად, ტერორისტების მხარეს 3417 რუსი იბრძვის. სპეციალისტების თქმით, სწორედ რუსეთი გახდა ქვეყანა, საიდანაც ყველაზე ხშირად მიდიან „ისლამურ სახელმწიფოში“.

მეორე ადგილს აღნიშნულ სიაში საუდის არაბეთ იკავებს (3224 ადამიანი), მესამე ადგილზე იორდანიაა (3 000 ადამიანი), მას მოჰყვება ტუნისი (2929 ადამიანი) და საფრანგეთი (1910 ადამიანი).

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ISIS-ს რიგებში ბრძოლის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა 400 პირი, საუდის არაბეთში - 760, იორდანიაში - 250, ტუნისში - 800, ხოლო საფრანგეთში - 271.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics