15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 18:12:30, 2271 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩოში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების ბენეფიციარმა ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა.

„ასეთ ღონისძიებებზე ჩვენ შეგვიძლია იმ უმნიშვნელოვანესი დახმარების ხელშესახები შედეგები დავინახოთ,  რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან, ამერიკელი მეგობრისგან 25 წლის განმავლობაში ვიღებთ და რომელიც, ძირითადად, USAID მიერ ორგანიზებული სხვადასხვა წარმატებული პროექტის მეშვეობით ხორციელდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, რომელიც სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვაში მოგვეხმარა. ყველა ის პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა USAID-ის მიერ სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიასთან. მინდა წარმატებები ვუსურვო USAID-ის პროექტის ბენეფიციარ ჩვენს ფერმერებსა და მეწარმეებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics