15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 14:25:46, 1731 ნახვა

საზოგადოება
RC COLA-ს გათამაშების მთავარი პრიზის - მესამე ბინის მფლობელის ვინაობა ცნობილია

ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ საზაფხულო გათამაშება - ,,იგრძენი ცხოვრების არსი’’ გრძელდება და RC COLA - ს მთავარი პრიზის -  მესამე ბინის მფლობელის ვინაობა ცნობილია.

პირველი  გამარჯვებული თბილისის მკვიდრი სერგო ხურშუდიანი გახდა, რომელმაც მოგებული  ბინა 10 წლის შვილიშვილს ავთანდილ ღლონტს აჩუქა.

,,არასოდეს მჯეროდა გათამაშებების და ლატარიების, არც არასოდეს არაფერი მომიგია, ახლა კი ვიცი, ზედაზენში ოცნებები სრულდება“ - განაცხადა სერგო ხუშუდიანმა.

მეორე ბინა  11 წლის საბა გლოველმა მოიგო, რომელმაც თავისი პატარა დის, სამი წლის მარიამის ნათლობაზე შეიძინა ერთი ბოთლი  RC COLA.

,,RC COLA - ს  ერთგული მომხმარებელი ვარ და ამ მოულოდნელმა მოგებამ ძალიან გამახარა. დიდი მადლობა ,,ზედაზენს’’  მიმაჩნია, რომ იგი საუკეთესო კომპანიაა.’’ - განაცხადა საბა გლოველმა.

Rc cola -ს გათამაშება იღბლიანი გამოდგა თამაზ მაღალდაძისთვისაც, რომელიც დევნილია ლიახვის ხეობიდან და ოჯახთან ერთად ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. მისთვის მოგება ბუნებრივია ძალიან ემოციური აღმოჩნდა:

,,ზედაზენის პროდუქციის აქტიური მომხმარებელი ვარ და ხშირად ვყიდულობ, გათამაშების შესახებ ვიცოდი, თუმცა მოგების არასოდეს მჯეროდა და  ნამდვილად მოულოდნელი იყო  ჩემთვის. დიდი  მადლობა კომპანია ზედაზენს ასეთი შესანიშნავი სიურპრიზისთვის, წარმატებას და წინსვლას გისურვებთ.’’ - განაცხადა თამაზ მაღალდაძემ

მიუხედავად იმისა, რომ  ხუთ  წლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე ს.ს. ,,ქართულმა ლუდის კომპანიამ’’  მომხამრებელს არაერთი  საინტერესო პროექტი შესთავაზა, წამახალისებელი გათმაშება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. 

RC COLA  არ წყვეტს წამახალისებელ აქციას. უკვე უახლოეს  დღეებში მომხმარებელს საშუალება ექნება  ჩაერთოს კიდევ ერთ გრანდიოზულ გათამაშებაში და მოიგოს არაერთი შესანიშნავი პრიზი.’’ - განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

როგორც კომპანიაში ამბობენ,  გათამაშების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და განთავსდება როგორც კომპანია ,,ზედაზენის’’ , ასევე RC COLA - ს ვებ - გვერდზე.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics