15:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 12:57:38, 1702 ნახვა

საზოგადოება
31523 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 31523 სესხია გაცემული.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეამიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულიპოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7,0 პროცენტზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1491,9 მლნლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 969-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1445,6მილიონიდან 1491,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

31523 ხელშეკრულებიდან 14891 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 195,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლოსესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრისთვის 14.4% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 10992 სესხიამიბმული, საშუალოდ 11%-ში. მთლიანი პორტფელი კი 453,5 მილიონი ლარია.

3514 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 799,69 მილიონი ლარია. აქედან მცირე დასაშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 165,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1ოქტომბრის მონაცემებით 634,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 279ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4620 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,98%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 1847 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხებისმთლიანი მოცულობა 38,8 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ოქტომბრის  მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტოპორტფელის 17,7%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურსესხებზეა.

დღევანდელი მდგომარეობით, ინფლაციის მაჩვენებელი 6.2%-ია, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა წლისბოლომდე მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება. ჩვენი აზრით, ლარის ბოლოდროინდელი 2%-იანი გაუფასურების ეფექტიინფლაციაზე არ იქნება მაღალი. გაცვლითი კურსის მცირე მერყეობის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკისგამკაცრება. „საზოგადოება და ბანკები" მიიჩნევს, რომ ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ლარის ფინანსურირესურსის არსებობა და გაცვლითი კურსის მცირე მერყეობამ არ უნდა შეზღუდოს ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა“,-ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics