15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 12:16:50, 1910 ნახვა

საზოგადოება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი პანელის მოდერატორი Deutsche Welle-ს უფროსი კორესპონდენტი იქნება

2017 წლის 28-29 ნოემბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს.

მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს.

 ფორუმზე ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელს მოდერატორობას Deutsche Welle-ს უფროსი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი გაუწევს.

დოქტორი მელინდა კრეინი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და განხილვების მოდერატორია. ის ახალი ამბების მაუწყებლისთვის n-tv აშშ-ს პოლიტიკის რეგულარულ ანალიზს აკეთებს და გერმანიის ტელევიზიებისა და რადიოების ხშირი სტუმარია. კრეინი გამოცდილი ტელეწამყვანია, არის უფროსი პოლიტიკური წამყვანი არხზე DW TV, ასევე მას DW-ზე მიჰყავს თოქშოუ “Quadriga”.

2014 წელს, ტრანსატლანტიკური კონცეფციის განვითარების საქმეში წვლილისთვის მელინდა კრეინი Steuben-Schurz Media Award-ით დაჯილდოვდა.

კრეინი სწავლობდა ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს ბრაუნის უნივერსიტეტში, ასევე სამართალს ჰარვარდის უნივერსიტეტში. სადისერტაციო ნაშრომი განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ მან ფლეთჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიცვა.

პოლიტიკური შოუს Sabine Christiansen საერთაშორისო საქმეთა კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობისას მელინდა კრეინმა ინტერვიუები ჩაწერა კოფი ანანთან, ბილ კლინტონთან, ჰილარი კლინტონთან, ჯორჯ ბუშთან და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებთან.

მისი ჟურნალისტური გამოცდილება, გერმანული ჟურნალ-გაზეთების გარდა, ასევე მოიცავს მუშაობას ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორებიცაა  ”New York Times Magazine,“ ”The Boston Globe Sunday Magazine,” “The Boston Globe,” და “the Christian Science Monitor“.

 ✔️http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/transport-infrastructure/147-melinda-crane

 ✔️http://www.dw.com/en/melinda-crane/a-6708467

 (NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics