19:47 - 16 Jul, 2026
|
2017-10-24 18:20:05, 2274 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარედ ვოლფგანგ შოიბლუ აირჩიეს
გერმანიაში, ბუნდესტაგის თავმჯდომარედ ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლუ აირჩიეს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შოიბლუ მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. მედიის ცნობით, 75 წლის ყოფილი ფინანსთა მინისტრის კანდიდატურას 501 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ 173 დეპუტატი გამოვიდა, ხოლო 30 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის თავმჯდომარე, ფედერალური პრეზიდენტის შემდეგ, მეორე ოფიციალური პირია. მისი კანდიდატურის დაყენების უფლება პარლამენტში უმრავლესობით მოსულ პარტიას აქვს. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)