|
2017-10-24 16:17:08, 2149 ნახვა
საზოგადოება
თიბისი რაგბის სერიები იწყება
„თიბისი ბანკის“ სივრცეში „საქართველოს რაგბის კავშირისა“ და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნოემბრის ტესტები წელს „თიბისი ბანკის“ ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას „თიბისი რაგბის სერიები“ ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება. 11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი, ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე ასევე 18:00 საათზე გაიმართება. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ მატჩს, 18 ნოემბერს უელსის წინააღდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი „თიბისი რაგბის სერიების“-ის ნაწილი არ არის. „რაგბის კავშირს უკვე 2 წელია გვერდში ვუდგავართ. წელს ძალიან მნიშვნელოვანი ორი თამაში გველის. კერძოდ, კანადასთან და აშშ-თან და გვინდოდა, ბაზარზე ახალი პარტნიორობის ფორმა შემოგვეტანა, რაც არის სერიების დაფინანსება. მაგალითად, ჯაზ სერიები განვაცხადეთ ცოტა ხნის წინ და „თიბისი რაგბის სერიები“, ტესტები, სპონსორობის ახალი ფორმაა. ისევ და ისევ მხარში უდგას თიბისი ბანკი რაგბის კავშირს და მეტი ფულით მეტი საქმე გაკეთდება. შეიძლება კონკრეტული თამაშების ბრენდის ქვეშ მოქცევა და კონკრეტული კომპანიებისთვის ეს სასარგებლო იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა. რაგბის კავშირის თავმჯდომარის გოჩა სვანიძის თქმით, კარგი იქნება, თუ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც იაქტიურებენ ამ მიმართულებით: „თიბისი ჩვენი მთავარი პარტნიორია, გენერალური სპონსორია, ასეთი შესაძლებლობა მან ხელიდან არ გაუშვა, მაგრამ კარგია, თუ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც იაქტიურებენ და ჩაერთვებიან“, - აღნიშნა გოჩა სვანიძემ. ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვა 25 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებს.
(R)
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)