14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 12:59:36, 1903 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინო „მეგავინო“ პირველად ბელგიის გამოფენაზე წარსდგა

ქართული ღვინის კომპანიები პირველად მონაწილეობდნენ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ,,MEGAVINO 2017’’, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიებიის ღვინოები: ,,შილდა’’, ,,მოსმიერი’’, ,,ვაზიანი’’, ,,შატო ნეკრესი’’, ,,ქიმერიონი’’, ,,კახური ღვინის მარანი’’, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“ და „კონჭო და კომპანი“

უწყების ცნობით, გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.

დეგუსტაცია გაიმართა ღვინის პროფესიონალებისთვის და მასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: „მანავის მწვანე“ (კახური ღვინის მარანი),  „ხიხვი“(შილდა), „წინანდალი“ (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი“ და „ქინძმარაული“ (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი“ და „ხიხვი ქვევრი“ (ვაზიანი), „საფერავი“ (ქიმერიონი) და  „ტვიში“ და „საფერავი ქვევრი“ (წინანდლის ძველი მარანი)

„მეგავინო“ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა და იმართება წელიწადში ერთხელ,  ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში.

წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო. 

გამოფენის ფარგლებში იმართება ღვინისკონკურსები, სემინარები, კონფერენციები, ასევე წარმოდგენილია ღვინის აქსესუარები.

წელს „მეგავინოს“ საპატიოსტუმარი იყო ბულგარეთი.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics