14:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 18:16:15, 2067 ნახვა

საზოგადოება
სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე საჯარო რეესტრის რეგისტრატორებისთვის ტრენინგი გაიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება.

მორიგ ტრენინგს, რომელიც სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის იუსტიციის სახლში 21-22 ოქტომბერს გაიმართა, მოსამართლე მაია ბაქრაძე უძღვებოდა.  

საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის  25-მა თანამშრომელმა ორი დღის განმავლობაში სანივთო და ვალდებულებითი  სამართლის მიმართულებით სარეგისტრაციო წარმოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ტრენინგზე  სასამართლო პრაქტიკაში არსებული შემთხვევები დეტალურად განიხილეს.  

მიღებული ცოდნა და ინფორმაცია რეგისტრატორებს სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების უკეთ შესრულებაში დაეხმარება და საჯარო რეესტრის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

ტრენინგი "სანივთო და ვალდებულებითი სამართალი" ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში"გრანტის ფარგლებშიგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის" მიერ ჩატარდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics