|
2015-05-03 10:45:11, 6042 ნახვა
კულტურა
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში დღეს, გამოფენა „ფიროსმანი წინანდალში“ გაიხსნება
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში დღეს, გამოფენა „ფიროსმანი წინანდალში“ გაიხსნება, სადაც ექსპონირებული იქნება მირზაანის სახლ მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს «ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი» და ფიროსმანის სხვადასხვა პერიოდის საგამოფენო აფიშები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა „მუზეუმების კოლექციიდან“ 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ფიროსმანის მირზაანის კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მირზაანის სახლ-მუზეუმის სტუმრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დღეს, წინანდლის საგაზაფხულო სეზონის გახსნაზე საფრანგეთის სიმებიანი კვარტეტი «არპეჯიონე», იზაბელ ფლორის - (I ვიოლინო) ნიკოლა რისლერის (II ვიოლინო), არჩილ ხარაძის (ალტი) და ალექსანდრე ჩიჯავაძის (ჩელო) შემადგენლობით ფრანც შუბერტის, გია ყანჩელის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს შეასრულებს. სიმებიანი კვარტეტი 1988 წელს დაარსდა და გამოჩენისთანავე მიიპყრო მუსიკალური სამყაროს ყურადღება.. 1989-1993 წლებში «არპეჯიონე» იყო პარიზში სორბონის ორკესტრის რეზიდენტი, მართავდა კონცერტებს რიშელიეს ამფითეატრში, შანზ ელიზეს თეატრის, შატლეს, ბასტილიის ოპერის, დორსეს მუზეუმის, კარუსელ დე ლუვრის და სალ გავოს სცენებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)