22:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 16:04:00, 2180 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა

„საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა“, - ასე გამოეხმაურა  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნებს.

„ჩვენ ყურადღებით გავეცნობით მათ დასკვნებს. საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან გარემოში. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის რა თქმა უნდა პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი, თუმცა ეს არის გამოწვევა და ამ გამოწვევას ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“,-განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ასევე ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ ბრალდებას გამოეხმაურა.

„ეს  არის ჩვეულებრივი მოვლენა  არჩევნებში, როგორც საქართველოში ისე ნებისმიერ  ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები. მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილება, მათ შორის არავითარ შემთხვევაში არ  უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიც არის პირადი ნომრები და ა.შ“, -აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics