2017-10-23 15:07:42, 2251 ნახვა
პოლიტიკა
„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან“ - გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა
პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ გადაწყვეტილება შეცვალა და პოლიტიკაში რჩება.
ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:
„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ (რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ "გავაბედნიერებ!“,-წერს გოგი წულაია.
შეგახსენებთ, ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ქუთაისის მერობის არჩევნებში გიორგი წულაიამ ხმათა 7,6% მიიღო.
ავტორი: ,