|
2017-10-23 13:34:34, 1796 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე არჩევნების დღეს 78 ზარი შევიდა
საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის დროული დახმარების გაწევის მიზნით, 21 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 მუშაობდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 78 ზარი შევიდა. მოქალაქეთა ყველაზე მაღალი აქტივობა 10:00 და 12:00 საათამდე დაფიქსირდა და, ძირითადად, სხვადასხვა ტიპის კონსულტაციის გაწევას ეხებოდა. „ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეებისაგან შევიდა, ვინც მისამართის მითითების გარეშე იყო რეგისტრირებული (19), მცირე სხვაობით შემდეგ პოზიციებზე იყვნენ გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მფლობელი (16) და რეგისტრაციიდან მოხსნილი (15) პირები.მიუხედავად იმ მასშტაბური აქციებისა, რომლებიც კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის გამოცხადდა და როგორც უსაბუთო, ისე რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემას ითვალისწინებდა, აღმოჩნდა, რომ კვლავ არიან უსაბუთო მოქალაქეები. ამასთან, შემოსული ზარებიდან 15 მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იყო (არ ეხებოდა კონკრეტულ პრობლემას), ხოლო 10 არ უკავშირდებოდა სააგენტოს უფლებამოსილებებს. 3 პირი ითხოვდა სხვა პირთა მონაცემების დაზუსტებას, რომელთაც პერსონალური მონაცემების დაცვით მიზნით ეთქვათ უარი და გაეწიათ კონსულტაცია, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად საჭირო იყო მონაცემთა სუბიექტები თავად დაკავშირებოდნენ უწყებას. 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იმ პირებისათვის გამოცხადდა, ვინც მისამართის მითითების გარეშე იყო რეგისტრირებული, იყო რეგისტრაციიდან მოხსნილი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტებს ფლობდა. აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ, უფასოდ აიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობა. ამრიგად, სამივე აქციით, ჯამში, 21 ოქტომბრამდე 89 274 ადამიანმა ისარგებლა და არჩევნების დღისთვის უფასოდ შეძლო საბუთების მოწესრიგება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; 2 425 032 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელთაგან 1 365 478 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 1 174 614). მოქალაქეები გათავისუფლდნენ ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისაგან. ამ ღონისძიებების შედეგად 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 675 125 ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, უტყუარი და ბიომეტრიული მონაცემია“,-აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)