|
2017-10-23 13:22:12, 2043 ნახვა
საზოგადოება
მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაზე ურთიერთჩართვის ტარიფები ეტაპობრივად შემცირდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფები დაადგინა. კომისიის ინფორმაციით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა. მიმდინარე კვლევის ფარგლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების დროს მომავალზე ორიენტირებული ნაზარდი დანახარჯების „BU LRIC“ მეთოდოლოგია გამოიყენა (http://gncc.ge/ge/news/consultation-documents-and-presentations/bulric-metodologia-fiqsirebuli-da-mobiluri-momsaxurebis-qselebshi.page). აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში საქართველოში პირველად მოხდა სატელეფონო მომსახურების ბაზრებზე ზარის წამოწყების და ზარის დასრულების მომსახურებების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ამ მომსახურებებზე „BU LRIC“ მოდელით გაანგარიშებული ტარიფების დადგენა. დღეს არსებული სატარიფო რეგულირებით ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებაზე (ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრს შეადგენს წუთზე, გადასახადების ჩათვლით. ხოლო მობილურ ქსელში- 3,5 თეთრს გადასახადების ჩათვლით. კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის (ურთირთჩართვის) ტარიფი ეტაპობრივად შემცირდება, პირველი შემცირება 2018 წლის 1 ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ურთიერთჩართვის ტარიფის კლების სქემა შემდეგია: მობილური სატელეფონო მომსახურების ბაზრის, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის შპს „მაგთიკომისთვის“, შპს „ჯეოსელითვის“ და შპს „მობიტელისთვის“ ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის, საბითუმო სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სს „სილქნეტისთვის“, შპს „ახალი ქსელებისთვის“, შპს „ახტელისთვის“, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ და შპს „ივერია ქსელებისთვის“ ზარის წამოწყების და დასრულების ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:
კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)