|
2017-10-23 12:35:29, 2568 ნახვა
მსოფლიო
იტალიის ორმა რეგიონმა ავტონომიის გაფართოებას მხარი დაუჭირა
იტალიის უმდიდრესმა რეგიონებმა, ლომბარდიამ და ვენეტომ, გუშინ ავტონომიასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმს მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ Ansa.it იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლომბარდიის მოსახლეობის 95%-მა ავტონომიის გაფართოებას დაუჭირა მხარი, ხოლო ვენეტოში ამავე საკითხს 98%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. მედიის ცნობით, ლომბარდიაში რეფერენდუმზე აქტივობამ 40%, ხოლო ვენეტოში 60% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური რომი რეფერენდუმს არ მიესალმება, თუმცა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და ლეგიტიმურია. გამოცემა წერს, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ ნიშნავს დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რადგან ორივე რეგიონს სხვადასხვა საკითხებში მეტი ავტონომიის მოპოვება სურს. რეგიონების ადმინისტრაციებში აცხადებენ, რომ ავტონომიის მოპოვების შემდეგ საკუთარი ფინანსების უფრო კარგ მართვას შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)