22:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 12:21:38, 2416 ნახვა

პოლიტიკა
უცხოური მედია კალაძის გამარჯვებაზე: „მატჩი, რომელშიც მას დამატებითი დრო არ დასჭირდა“

იტალიური მედია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის არჩევნებში გამარჯვებას გამოეხმაურა.

გამოცემა La Repubblica წერს, რომ კალაძე თბილისის ახალი მერია და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს გამარჯვების მოსაპოვებლად მეორე ტურის გამართვაც არ დასჭირდა.

"კალაძემ ისეთი მატჩი ჩაატარა, რომ მას დამატებითი დრო არ დასჭირდა", - წერს La Repubblica.

გარდა ამისა, მედიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, მმართველ გუნდს საკმარისზე მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი ჰქონდა.

მედიის ცნობით, კალაძე საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა და აქტიური პოლიტიკური კარიერი დაიწყო, მანამდე კი 20-წლიანნი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა.

ამასთან, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Liberation, სათაურით: „ყოფილი ფეხბურთელი კალაძე, თბილისის მერი გახდა".

მედია წერს, რომ კალაძე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ქვეყნის იმ დროინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეულ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში გაწევრიანდა. 2012 წელს კალაძემ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დაიკავა.  Liberation ასევე კალაძის პირად ტრაგედიაზეც წერს. კერძოდ კი, 2001 წელს მისი ძმის გატაცების და შემდგომ მკვლელობის საკითხს იხსენებს.

კიდევ ერთი ევროპული მედია RadioFreeEurope მასალას აქვეყნებს სათაურით: „კალაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და თბილისის მერი გახდა". სტატიაში აღწერილია თუ როგორ მოვიდა ფეხბურთელი პოლიტიკაში და როგორ წარიმართა მისი პოლიტიკური კარიერა.

აღსანიშნავია, რომ AC MILAN-ის ყოფილი ფეხბურთელის თბილისის მერად არჩევას უცხოური მედია დეტალურად აკვირდებოდა და კალაძის შესახებ მრავალი სტატია, ისეთმა გავლენიანმა მედია საშუალებებმა დაწერეს, როგორიცაა: BBC, Forbes, The Sun და სხვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics