14:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 12:06:16, 2092 ნახვა

საზოგადოება
თეძამში ახალი წყალსაცავი აშენდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის მშენებლობას 2018 წელს დაიწყებს.

თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შიდა ქართლში ფერმერებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე ყოველთვის ყველაზე მწვავედ სარწყავი წყლის საკითხი იდგა.

„თეძამის წყალსაცავის პროექტის განხორციელება შიდა ქართლის ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის. პროექტის განხორციელებით მკვეთრად შემცირდება კლიმატით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი წყალსაცავი 72 სოფელს მოუხსნის სარწყავი წყლის პრობლემას.

თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძეც ესწრებოდა, რომელმაც რეგიონისთვის წყალსაცავის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ფერმერებისა და მოსახლეობის დაკვეთით შეიქმნა.

როგორც ღონისძიებაზე კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თეძამის წყალსაცავის მშენებლობით ფერმერებისთვის არამხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, არამედ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

წყალსაცავის პროექტის თანახმად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics