|
2017-10-22 15:36:34, 1922 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი: ვერავინ დამასწრებდა გამარჯვებულისთვის მილოცვას, მას ეს ღირსეულად რომ გაეკეთებინა
„მე დღევანდელი დღიდან მაქვს გაათმაგებული მოტივაცია, რომ სწორედ ამ უსამართლობას ვებრძოლო, ეს ბრძოლა არ დასრულებულა, დღეიდან იწყება და აუცილებლად გამარჯვებამდე მივალთ“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგელებს თავადაც არ სჯერათ იმ შედეგის, რომელიც გუშინ დაიდო. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც გუშინ მოვიდა არჩევნებზე და მხარი დამიჭირა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ჩემს გუნდს, რომელიც მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ღირსეულად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და რომ არა ის სპეცოპერაცია, რომელიც გუშინ ვიხილეთ როგორც თბილისში ისე მთელი საქართველოს მასშტაბით მერწმუნეთ არჩევნების შედეგები სულ სხვა იქნებოდა. გუშინ იყო უპრეცედენტო ზეწოლა ამომრჩეველზე, მაყურებლები საარჩევნო უბნებზე, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველა მიმსვლელს, ძალით მოყვანილი ხალხი, ჩვენი ამომრჩევლების დაშინება, რომ ისინი არ მისულიყვნენ არჩევნებზე, ყველაფერმა საბოლოო ჯამში მოგვცა ის სურათი, რომელიც საბოლოო ჯამში რაც დღეს გვაქვს. მე მგონი თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ სჯერათ იმ შედეგის, რომელიც დაიდო, ვინაიდან ყველნაირი ინდიკატორი იყო იმისთვის, რომ მეორე ტური უნდა დანიშნულიყო. მართლაც დაიწერა ხელისუფლებამ ის შედეგი, რომელიც ახლა ცესკოს ვებგვერდზე დევს. მე ნამდვილად ვერავინ დამასწრებდა, რომ მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის არჩევნებში გამარჯვება, ეს რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა. ნამდვილად ვერ დავიწყებ ენისმოჩლექით საუბარს ხელისუფლების მიმართ, რომ მე მეორე ადგილი დამიწერონ. ის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც ახლა არის დაწყებული უღირსია, არ ვაპირებ საერთოდ ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას.ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ოქმების გადასწორება იმ კანონის მიხედვით, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო ხელისუფლებამ. უკევ შეჯამებული ოქმების გადასწორება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მიუახლოვოს ის შედეგი, რომელიც ცესკოს აქვს გამოქვეყნებული“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)