|
2017-10-22 12:38:48, 2112 ნახვა
საზოგადოება
"თავისუფალი პლატფორმის" კლასტერპოლმა შედეგები გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი „თავისუფალი პლატფორმა“ 21 ოქტომბერს პარალელურ დათვლას ახორციელებდა, თბილისში განთავსებული საარჩევნო უბნების კლასტერული შერჩევის მეთოდის მეშვეობით. სულ დათვლის პროცესში 37 577 ამომრჩევლის მონაცემი დამუშავდა. დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ თბილისის მერობის კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად განაწილდა: 41 - ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო) კახა კალაძე - 52.5%; 42 - ( საინიციატივო ჯგუფი) ალეკო ელისაშვილი - 16.81%;5 - (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ზაალ უდუმაშვილი - 16.17%; 2 - (ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო) ელენე ხოშტარია -7.46%; 8 - (პატრიოტთა ალიანსი) ირმა ინაშვილი -2.95%; 27 - (ერთობა -ახალი საქართველო) გიორგი ვაშაძე -1.78%.პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელი:41. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო- 54.47%; 5. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16.63%; 2. (ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო) -9.28%; 8. პატრიოტთა ალიანსი -5.62%; 27. გიორგი ვაშაძე -ერთობა -ახალი საქართველო გიორგი ვაშაძე -3.25%; 10. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია -3.52%; 3.ლორთქიფანიძე, კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველო -3.08%.კლასტერული შერჩევით ჩატარებული დათვლის ცდომილება არ აღემატება 0.5+/-% (NS)
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)