12:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 17:07:21, 1866 ნახვა

საზოგადოება
ცესკო: ამომრჩეველთა სიების სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელია

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს,  რომ დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დააკვირდნენ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრაციის პროცესს, მათ შორის, ნებისმიერი ადგილიდან, რაც მათივე განმარტებით,  ცალსახად დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით.

"კერძოდ, დამკვირვებელთა უფლებების შესახებ 41-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად: დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს  ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და ა.შ. როგორც უკვე აღინიშნა ზოგადად, ამომრჩევლის სახელი, გვარი და სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას",-აღნიშნა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციაში აქვე აცხადებენ, რომ  ცესკოს დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაღება რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.

"შესაბამისად, სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელია და ასევე, საჯაროდ არ გაიცემა სამაგიდო სიის ასლები. ამასთან, რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს პერსონალური მონაცემის - პირადი ნომრის გამოყენება და კომისიის საქმიანობის ხელის შეშლა. როგორც ყველა წინა განცხადებაში, ახლაც აღვნიშნავთ, რომ არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა ისე უნდა განახორციელონ საკუთარი უფლებები, რომ ამომრჩეველს შეეძლოს ნების თავისუფალი გამოვლენა“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics