|
2017-10-21 15:59:29, 1813 ნახვა
პოლიტიკა
ბიბილაშვილის ინფორმაციით, საბურთალოს მესამე საოლქო კომისიაში ე.წ. კარუსელის შემთხვევები დაფიქსირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ბიბილაშვილის ინფორმაციით, საბურთალოს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ერთი ბიულეტენი გაქრა. „არჩევნები მიმდინარეობს მძიმე დარღვევების ფონზე, ასეულობით საჩივარი იყო, რომელიც როგორც თბილისში ასევე საქართველოს მასშტაბით შედიოდა, ფიქსირდება შემთხვევები როდესაც კომისიის თავმჯდომარეები უარს აცხადებენ საჩივრების მიღებაზე, მაგალითად მოსკოვის პროსპექტზე და აფრიკის დასახლებაში არის რამდენიმე მძიმე დარღვევა. იქ კომისიის წევრები ცდილობენ საჩივრის შევსებას და შეტანას, მაგრამ თავმჯდომარეები უარს აცხადებენ საჩივრების მიღებაზე. ჩვენ ასევე ვაზუტებთ იმ საჩივრების რაოდენობას ზუსტად რომელიც ამ ეტაპისთვის არის შეტანილი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში“,-განაცხადა ბიბილაშვილმა. როგორც ბიბილაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთ კონკრეტულ უბანზე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მარკირება გავლილი ადამიანი ხელმეორედ შეეცადა ხმის მიცემას. „ვაკის 76-ე უბანზე, ერთ უბანზე მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დაფიქსირდა სამი შემთხვევა როდესაც ადამიანი, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი, შეეცადა შესვლას და ხმის მიცემას ამ ერთ კონკრეტულ უბანზე. ბუნებრივია ჩვენი შესაძლებლობა გავაკონტროლოთ ყველა ასეთი შემთხვევა საკმაოდ შეზღუდულია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ უბანზე ორჯერ და სამჯერ ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი შემაშფოთებელია. დაფიქსირდა „კარუსელის“ შემთხვევები საბურთალოს მესამე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ მეცამეტე საარჩევნო კომისიაში. გადასატან ყუთში, რომელშიც იყო 7 საარჩევნო ბიულეტენი აღმოჩნდა, რომ ერთი ბიულეტენი ამ შვიდიდან დაიკარგა. ჩვენ გვაქვს აუდიოჩანაწერი, როდესაც კომისიის წევრი ადასტურებს ამას და ამბობს, რომ ეს არის დაკარგული ბიულეტენი. ეს არის კლასიკური მეთოდი ე.წ. კარუსელის ჩატარებისა, როდესაც ერთი ბიულეტენი ქრება,შემდგომ ამ ერთ ბიულეტენს ატრიალებენ ამ უაბნზე და შეიძლება ოლქის მასშტაბითაც კი. ეს არის ძალიან მასშტაბური და ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან სერიოზული დარღვევა. ასევე გვაქვს ფოტო მასალა, რომელიც ადასტურებს რომ ბოლნისის 23-ე ოლქში შემავალ 20 საუბნო საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მოსულ ამომრჩეველს ხვდება, მიყვება კაბინაში და მათთან ერთად ხაზავს გაგიკვირდებათ და 41-ს“,-დასძინა ბიბილაშვილმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)