12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 15:59:24, 1790 ნახვა

საზოგადოება
15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მეტი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში, ყველაზე ნაკლები კი, შიდა ქართლში დაფიქსირდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ  29,84% შეადგინა, რაც რაოდენობრივად  მილიონ 264 30 ამომრჩეველია.

რეგიონების მიხედვით,  ყველაზე მეტი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში (46%)დაფიქსირდა  ხოლო  ყველაზე დაბალი-25% შიდა ქართლში. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 27,7%-ია.

2014 წლის არჩევნებზე 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 28,94% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს მართავს.

ასევე,  იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი.

ამომრჩეველს  საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის  ბიულეტენი:

ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად;

მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად;

მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე).

საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი  ამომრჩევლები ისარგებლებენ  გამადიდებელი ლინზით, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილია ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. სმენადაქვეითებული ასევე მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ  სპეციალური პოსტერის მეშვეობით, ხოლო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულ 1153 საარჩევნო უბანზე განთავსებულია  სპეციალური  ხმის მიცემის კაბინები.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820 ჟურნალისტი.

20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც  დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს  სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ცესკო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ  საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება  ტელევიზიასა და რადიოში.  ამას გარდა, დღეს საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება  არჩევნებთან დაკავშირებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ცნობისთვის, ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics