12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 13:38:48, 1852 ნახვა

საზოგადოება
ICDI-ის ცნობით, არჩევნებზე მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა

დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის (ICDI) განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნისა და წილისყრის პროცესები ძირითადად კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული დარღვევები.

ამის შესახებ სააგენტო „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა მერი კაპანაძემ განაცხადა და დასძინა, ანგარიში ICDI-ის 150-მდე დამკვირვებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.

"დარღვევები იყო შემდეგი სახის: უბნის დაგვიანებით გახსნის 3 ფაქტი; საარჩევნო დოკუმენტაციის არაჯეროვნად წარმოების 2 ფაქტი, კერძოდ, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება და რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემის პროცედურული წესის დარღვევა. მოცემული მომენტისათვის „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 3 საჩივარი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად რეაგირებს დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეტაპისათვის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოსა და კანონმდებლობით დადგენილი წესით. ICDI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics