11:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 12:57:11, 1610 ნახვა

საზოგადოება
IDMC-ის ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები და გადაცდომები დაფიქსირდა

თავისუფალი პლატფორმის წევრი ორგანიზაციის IDMC ხელმძღვანელის მიხეილ ჭიღლაძის განცხადებით, IDMC-ის დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე საარჩევნო უბანზე გარკვეული დარღვევები და გადაცდომები დაფიქსირდა.

როგორც დღეს სააგენტო „პირველში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიღლაძემ აღნიშნა, ქუთაისის 64-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისია დაავიწყდა საკონტროლო ფურცელზე დროის მითითება და გაახსენდათ მაშინ, როცა უკვე 5 ამომრჩეველს ხმა ჰქონდა მიცემული.

„ოლქის მითითებით და კურატორის თანდასწრებით გახსნეს ყუთი და მიმდინარეობდა ამ პრობლემის აღმოფხვრა. კომისიამ დღის წესრიგში დააყენა აღნიშნული ბიულეტენების ბათილობის საკითხი. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი. ქუთაისის მე-40 უბანზე კი კომისიის რეგისტრატორმა წევრმა ამომრჩევლის ბარათით მოძებნა ამომრჩეველი სიაში და ამის შემდგომ გაუკეთა მარკირება. აღმოჩნდა რომ ეს ამომრჩეველი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი და მარკირება გაუკეთეს არასწორად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი“, -განაცხადა პრესკონფერენციაზე ჭიღლაძემ.

მისივე ცნობით, თბილისში, ვაკის საარჩევნო ოლქის მე-60 საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრატორმა 3 ბიულეტენს წინასწარ მოაწერა ხელი და დაარტყა ბეჭედი.

„თბილისში დაკვირვებას ვახორციელებთ მობილური ჯგუფის და 20-მდე დამკვირვებლის მეშვეობით. იმერეთის რეგიონში, ასევე თბილისში, ვაკის ოლქში ამ ეტაპზე ფიქსირდება დაბალი აქტივობა და ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაღალი აქტივობისაკენ. მიუხედავად გარკვეული დარღვევების იდენტიფიცირებისა, ამ ეტაპზე არჩევნები მიმდინარეობს წყნარ, მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის დაცვით“,- განაცხადა IDMC-ის წარმომადგენელმა.

თავისუფალი პლატფორმის ალიანსის ფარგლებში სარჩევნო უბნებზე მონიტორინგს IDMC-ის 150-მდე დამკვირვებელი ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics